Friday, August 14, 2015

Lasagne avec sauce de bechameleJ)



ლაზანია არის ერთ-ერთი ჩემი უსაყვარლესი კერძი.რატომღაც ძალიან რთული გასაკეთებელი მეგონა ამიტომ არც კი მომდიოდა თავში აზრათ სახში მეცადა მე თვითონ გაკეთება, მაგრამ დღევანდელ დღეს როცა ყველაფერი გამარტივებულია და არსებობს ლაზანიას ფირფიტები მინდა გარწმუნოთ რომ უმარტივესი და უგემრიელესი კერძია, ასე რომ სასწრაფოთ შეგიძლიათ ცადოთ და ისიამოვნოთJ

4 ადამიანისთვის
წინამოსამზადებელიდრო 15 წუთი
მომზადებისპერიოდი 35 წუთი


ინგრედიენტები:

1.საქონლის ფარში 500გრ
2.ლაზანიას ფირფიტები 8-10 ცალი
3.პომიდვრის სოუსი  200გრ
4.ტიმი (thym)
5.ხახვი 1ც
6.ნიორი 1 კბილი
7.ზეითუნის ზეთი
8.რძე
9.ფქვილი 30გრ
10.კარაქი 50გრ
11.მარილი, პილპილი
12.ყველი პარმეზანი და ემენტალი.

მომზადების წესი:

1.გავახუროთ ღუმელი 190 °C
2.დავჭრათ წვრილად ხახვი და ნიორი და მოვშუშოთ ტაფაზე ზეითუნის ზეთში, დავამატოთ  ფარში. ფარში რომ შეიცვლის ფერს დავამატოთ პომიდვრის სოუსი და ტიმი (thym).ბოლოს მარილი,პილპილი გემოვნებით.
3.ბეშამელის სოუსი:
ქვაბში დაბალ ცეცხლზე დავადნოთ კარაქი, დავამატოთ ფქვილი და ურიოთ გაუჩერებლად.მთლიანი მასა რომ გახდება დავამატოთ ნელ ნელა რძე( დაახლოებით 2 საშუალო ჭიქა) და ურიოთ.როგორცკი დაიცკებს ცამოდუგებას და შესქელებას დავამატოთ მარილი, პილპილი,მუსკატი და გადმოვდგათ ცეცხლიდან.
4.ვიწყებთ აწყობას:
ბეშამელის სოუსი, ფირფიტები, ფარში ყველი..... ასე ვაკეთებთ იმდენ ფენას რამდენიც გამოგვივა. შევდგათ ღუმელში 40-45 წუთი.

Bon appetit!!!!
  

Monday, October 6, 2014

საქონლის ხორცი ჯინჯერით, ყაბაყით და მარტინით!!!

  დიდი ხანია მინდა ამ კერძის რეცეპტი გაგიზიაროთ, თუმცა დროის უქონლობის გამო
ცოტა დამიგვიანდა და ჩემი ბლოგიც ცოტა მიმავიწყდა!! რა თქმა უნდა ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ახალი რეცეპტების და განსხვავებული კერძების  ძიებაში არ ვარ:))ხოდა აი დღევანდელი ჩემი რეცეპტიც არის მრავალფეროვანი და განსხვავებული!!



4 ადამიანისთვის
წინა მოსამზადებელი დრო 15 წუთი
მომზადების პერიოდი 35 წუთი



ინგრედიენტები:

1.საქონლის ხორცი 500გრ
2.ფქვილი 1ს.კ
3.ზეითუნის ზეთი
4.ყაბაყი 1ც
5.სოიოს სოუსი 3ს.კ
6.მარტინი 6ს.კ (შეგვიძლია ჩავანაცვლოთ თეთრი ღვინით)
7.ნიორი 1კბილი
8.ჯინჯერი
9.ოხრახუში
10.მარილი, პილპილი



მომზადების წესი:

1.გავხეხოთ ნიორი და ჯინჯერი
2.დავჭრათ ხახვი და ყაბაყი (ყაბაყი არ გავთალოთ)
3. ხორცი დავჭრათ საშვალო ნაჭრებად და კარგად ამოვავლოთ ფქვილში
4.ქვაბში ჩავასხათ ზეთი და კარგად,რომ გაცხელდება ჩავყაროთ ხორცი.
5.დავაცადოთ სანამ ორივე მხრიდან ხორცი კარგად არ მოიბრაწება.
6.დავამატოთ ხახვი, ყაბაყი, მარილი, ნიორი, ჯინჯერი, სოიოს სოუსი, მარტინი.
7.ვაცადოთ დაახლოებით 30 წუთი.
8.ბოლოს მოვაყაროთ ოხრახუში და მივირთვათ ბრინჯის გარნირთან ერთად




Bon appeti!!!



Friday, August 29, 2014

Usaxelo:)))

  ეს კერძი კვირას მოვამზადე, ძალიან დაძაბული ვიყავი, მეორე დღეს გიოშკას პირველად უშვებდი სკოლაში და საშინლად ვღელავდი, ამიტომ აუცილებლად მჭირდებოდა განტვირთვა. გადავწყვიტე რამე ახალი და მარტივი მომემზადებინა, ვნახე ინგრედიენტები რაც მომეპოვბეოდა სახლში და შეუდექი ექსპერიმენტს,რომელმაც ძალიან გაამართლა.კერძს სახელი ვერ მოუფიქრე ასე,რომ თვენთვის მომინდია დასახელების მოფიქრება:))


4 ადამიანისთვის
წინა მოსამზადებელი დრო 15 წუთი
მომზადების პერიოდი 35 წუთი


ინგრედიენტები:

1.საქონლის ფარში 500.გრ
2.გაყინული ბარდა 125.გრ
3.სტაფილო 2ც
4.კარტოფილი 5ც
5.ხახვი 2ც
6.ნიორი 2კბილი
7.პომიდვრის პიურე 2ს/კ
8.ზეითუნის ზეთი 1ს/კ
9.ოხრახუში 15გრ
10.საქონლის ბულიონი 1ჭ
11.კარაქი 25გრ
12.პარმეზანი 150გრ
13.მარილი, პილპილი


მომზადების წესი:

1.გავახუროთ ღუმელი  180 °C

2.მოვხარშოთ კარტოფილი

3.დავჭრათ ხახვი და ნიორი წვრილად

4.დავჭრათ სტაფილო მრგვლად

5.ტაფაზე დავასხათ ზეთი, მოვთუშოთ ხახვი, ნიორი და ფარში.

6.დავამატოთ სტაფილო, ბარდა, პომიდვრის პიურე, საქონლის ბულიონი, მარილი, პილპილი და ვაცადოთ 20 წუთი

7.მოხარშული კარტოფილი დავჭყლიტოთ, გავაკეთოთ პიურე, დავამატოთ კარაქი და პარმეზანი

8.გამოსაცხობ ფორმაში ჩავდოთ ფარში და ბოსტნეული, ზემოდან დავფაროთ კარტოფილის პიურეთი და ბოლოს მოვაყაროთ ცოტა პარმეზანი კიდევ.

9. ღუმელში გავაჩეროთ 25 წუთი.



Bon appeti!!!