ხბოს ხორცი პორტვეინით!!!
ეს კერძი პირველად ერთი თვის წინ გავაკეთე და მართალია კი გითხარით რომ ორშაბათიდან დავიწყებთქო და წიგნს მივყვებითქო, მაგრამ ვერაფრით ვერ მოვითმინე და პირველი უკვე ჩემთვის კარგად ნაცნობი უგემრიელესი კერძი გაგიზიარეთ:)))მთავარი ამ კერძის ხიბლი არის ხორცის სინაზე და საოცარი გემო რომელიც პორტვეინის და ხორცის შერწყმით გამოდის. მოსამზადებლად არის ძალიან მარტივი და როგორც ძირითადად ყველა ჩემი კერძი ესეც ძალიან მალე მზადდება , არ არის საჭირო მთელი დღე სამზარეულოში თავწაკრული დგომა:)))) და აი რეცეპტიც:
7 ადამიანისთვის
წინა მოსამზადებელი პერიოდი 15წ
მომზადების პერიოდი 1 საათი
ინგრედიენტები:
1. ხბოს ხორცი 1კგ
2. ხახვი 3ც
3.კარტოფილი 4ც
4.პორტვეინი 1ჭიქა
5.საქონლის ბულიონი 2ჭიქა
6.ტომატი 2ს/კ
7.ქონდარი 1ჩ/კ
8. მარილი, პილპილი
9. ზეთი
10. კარაქი
მომზადების წესი:
ქვაბში ჩავასხავთ ზეთს და კარაქს რაშიც მოვთუშავთ საშუალო ზომებად დაჭრილ ხბოს ხორცს. ხორცი რომ ოდნავ შეიბრაწება ვასხავთ ჯერ ბულიონს შემდეგ კი პორტვეინს. კარტოფილს და ხახვს ვჭრით ოთხად, ვუშვებთ ქვაბში.
ვამატებთ ტომატს, ქვაბს ვახურავთ თავსახურს და დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში ხელს არ ვკიდებთ. შეიძლება ნაკლები დროც დაჭირდეს გამომდინარე იქიდან ხორცი რამდენად სწრაფად მოიხარშება. ბოლოს ვამატებთ ქონდარს, მარილს და პილპილს და 10 წუთი კიდევ ვადუღებთ
Bon appetit:))
No comments:
Post a Comment