პირველი დღე, პირველი პოსტი....

პირველი დღე, პირველი პოსტი და სრული შემართება რომ განსხვავებული, საინტერესო და გემრიელი კერდძები შემოგთავაზოთ:) დიდი ხანია ვფიქრობ ბლოგის გაკეთებაზე, ერთი მარტივი მიზეზის გამო, მინდა გაგიზიაროთ ჩემი ემოცია და ადრენალინი რასაც კეთების დროს და შემდეგ თვითონ კერძის დაგემოვნების დროს განვიცდი. კულინარიამ სულ რაღაც ორი წელია რაც გამიტაცა და ჩამითრია და აწი ალბათ სულ უფრო და უფრო ღრმად შევტოპავ კულინარიის ჯადოსნურ სამყაროში. დადასაწყისისთვის მაქვს 50 მთავარი კერძი და 50 დესერტი.  ვიხელმძგვანელებ ორი ძალიან მაგარი ფრანგული წიგნით რომელიც სულ ეხლახანს, ერთი ჩემმა მეგობარმა დაბადებისდღეზე მაჩუქა ერთი კი ჩემმა მთავარმა დეგუსტატორმა და შემფასებელმა ჩემმა მეუღლემ:))) მთავარი ხიბლი და აზარტი ჩემთვის არის ის რომ მე თვითონაც პირველად გავაკეთებ ყველა კერძს:) გადავწყვიტე არც ერთი რეცეპტი არ გამოვტოვო და მიუხედავად ნებისმიერი სირთულისა მივყვე ამ ორ სრულიად შესანიშნავ წიგნს!! იმედი მაქვს შემოგიტყუებთ ბევრ ჩემს მეგობარს სამზარეულოში!!

აბა დროებით და ორშაბათს შემოვაგორებ პირველ ჯადოსნურ კერძს:))

Bon appetit!!!!

No comments:

Post a Comment