Sunday, April 10, 2016

ქათამი ყაბაყით და სუნელებით!!!

ძალიან მარტივი რეცეპტია და მხოლოდ ექპერიმენტის სახით ვცადე ამ სუნელების სინთეზი, რამაც ძალიან გაამართლა.თუმცა გირჩევთ ცადოთ თქვენ თვითონ რომ უკეთ დარწმუნდეთ:))) შეგიძლიათ გარნირად გაუკეთოთ ბრინჯი, კუსკუსი ძალიან უხდება ორივე!!
6 ადამიანისთვის წინა მოსამზადებელი დრო 15 წუთი მომზადების პერიოდი 30 წუთი ინგრედიენტები: 1.ქათმის მკერდი 700გრ 2.ყაბაყი 2ც 3.პომიდვრის პიურე 4.ხახვი 1ც 5.ქინძი ხმელი 1ჩ/კ 6.კუმინი 1ჩ/კ 7.დარიჩინი 1ჩ/კ 8.კურკუმა 1ჩ/კ 9.პაპრიკა 1ჩ/კ 10.ნიორი 1 კბილი 11.ბულიონის კუბიკი 1ცალი (ნებისმიერის) 12.ზეითუნის ზეთი 13.მარილი, პილპილი მომზადების წესი: 1. ქათამი დავჭრათ საშუალო კუბებად, მოვაკაროთ მარილი, პილპილი და გახურებულ ტაფაზე შევწვატ ცოტა ზეთში. 2.ქათამი რო შეიბრაწება ოდნავ, დავამატოთ ხახვი და ასევე კუბებად დაჭრილი ყაბაყი. 3.დავამატოთ პომიდვრის პიურე, ბულიონი, ნიორი და სუნელები, დავახუროთ თავზე და დაბალ ცეცხლზე დაახლოებით 15 წუთი გავაჩეროთ

No comments:

Post a Comment