Tuesday, June 10, 2014
დაგვიანებული კერძი:))
ბრინჯი ქათმის ფილეთი და ბოსტნეულით
თუ კი რამე მსუბუქი და ჯანმრთელი კერძი გიჭამიათ, ერთ ერთი მათგანია ჩემი დღევანდელი კერძიც. გარდა იმისა, რომ რა თქმა უნდა მოსამზადებლად არის მარტივი, მირთმევისას რაღაცნაირი განცდა გეუფლება, რომ ივსები ვიტამინებით და ამავდროულად იმდენად გემრიელია რომ გგონია რაც არ უნდა დიდი ულუფა გედოს მაინც არ გეყოფა და კიდევ და კიდევ მოგინდება დამატება:)) აბა მოვიმარჯვეთ დანა და შეუდექით საქმეს:) რეცეპტი არის შემდეგნაირი:
6 ადამიანისთვის
წინა მოსამზადებელი პერიოდი 15 წუთი
მომზადების პერიოდი 50 წუთი
ინგრედიენტები:
1.ქათმის ფილე 500გრ
2.ბრინჯი 2ჭიქა
3.ხახვი 1ც
4. ნიორი 3კბილი
5.წითელი ბულგარული 1ც (პატარა)
6.მწვანე ბულგარული 1ც (პატარა)
7.სტაფილო 2ც
8. გაყინული ბარდა ნახევარი ჭიქა
9.ცეზამის ზეთი ან ზეითუნის ზეთი
10. სოიოს სოუსი
11.კარაქი 25გრ
12.მარილი, პილპილი
13.ტობასკო
მომზადების წესი:
1. ქვაბში ჩავდოთ ქათმის ფილე მთლიანი, დავასხათ წყალი ისე რომ დაიფაროს, დავამატოთ მარილი, კარაქი და დავდგათ მოსახარშად. დაახლოებით 40 წუთი ჭირდება, შეიძლება ცოტა ნაკლებიც. რომ მოიხარშება, დაჭრით პატარა კუბიკებად.
2.მოხარშავთ ბრინჯს. ერთი ჭიქა ბრინჯს დაასხავთ ორ ჭიქა წყალს და დადგავთ მოსახარშად.შეეცადეთ ხარშვის დროს თავსახური არ მოხადოთ რომ ფაფასავით არ გამოვიდეს.
3. ვიწყებთ ბოსტნეულის მოთუშვას: ტაფაზე ვყრით წვრილად დაჭრილ ხახვს და ვასხავთ ცეზამის ზეთს, ვამატებთ გრძლად დაჭრილ წითელ და მწვანე ბულგარულს, გახეხილ სტაფილოს, ნიორს და გაყინულ ბარდას. (ძალიან მნიშვნელოვანია რომ ბარდა იყოს გაყინული და არა კონსერვის. კონსერვის ბარდა იშლება და აფუჭებს მთლიანად კერძს) ბოლოს ამ ბოსტნეულს ვამატებთ კუბიკებად დაჭრილ ქათამს, ბრინჯს,ცოტა მარილს, ცოტა პილპილს,ვასხავთ სოიოს სოუს და კარგად ურევთ დაახლოებით 5 წუთი, თუ გიყვართ ცხარე შეგიძლიათ დაამატოთ ტობასკო ძალიან უხდება.
Bon appetit!!
Subscribe to:
Post Comments (Atom)
Pirdapir itxovs,gamaketeo��
ReplyDeleteki ki sascrapod tan:)))))
ReplyDeleteეხლა ოსე გამახარა შენმა კომენატრმა არ იცი:))) კველა მეუბნებოდა იქ გიწერთ რაღაცეებს და არ მოგდისო:((( ანუ მე სწორედ მაქვს ყველაფერი!! ვაშა ვაშა ვაშა:))))))))
ReplyDeleteანი დღს ვფიქრობდი რა მოვამზადო სადილადთქო, მშვენიერი კერძი დაგიდია :) ხოდა ახლა შევუდექი მომზადებს, შედეგებს შეგატყობინებთ :* მადლობა საყვარელო <3
ReplyDeleteროგორ მიხარია თუ მოგინდა გაკეთება:*** ველოდები შთაბეჭდილებებს <3
Delete