Friday, June 13, 2014

ჭარხლის და რიკოტას ცივი სუპი!!

 როგორც იქნა მივადექი ჩემს უმაგრეს წიგნს, რომლის მიხედვითაც თავშივე შეგპირდით რო დავდებდი რეცეპტებს. მართალია ვთქვი რომ მივყვები მხოლოდ ჩემს ახალ წიგნებსთქო, მაგრამ რა თქმა უნდა დავარღვიე პირობა:)) თუმცა ამ წიგნებიდან რეცეპტებს აუცილებლად შემოგთავაზებთ და აი პირველი კერძიც, რომელიც მე თვითონაც  დღეს გავაკეთე პირველად და ძალიან მაგარი გამოვიდა:

4 ადამიანისთვის
მომზადების პერიოდი 20 წუთი
2ს გასაციებლად

ინგრედიენტები:

1.კიტრი 1ც (პატარა)
2. ჭარხალი 4ც (პატარა)
3. ნიორი 2 კბილი
4. რიკოტა 3ს/კ (Ricotta)
5. ზეითუნის ზეთი 3ს/კ
6. მწვანე ხახვი (გასაფორმებლად)
7. მარილი, პილპილი

მომზადების წესი:

1.მოვხარშოთ ჭარხალი. გავთალოთ კიტრი, გავჭრათ შუაზე და ამოვაჭრათ გული.გავფცქვნათ ნიორი.

2.დავაბლენდეროთ მოხარშული ჭარხალი, კიტრი, ნიორი და რიკოტა. შეგვიძლია დავამატოთ ცივი წყალი, სასურველი კონსისტენციის მისაღებად. დავამატოთ მარილი და პილპილი და  მაცივარში 2 საათით.

3. სანამ მივირთმევთ დავამატოთ მწვანე ხახვი.

Bon appetit!!














No comments:

Post a Comment