Sunday, June 15, 2014

ფარშირებული ყაბაყი!!

 პირველი ცდა და ფრიად წარმატებული:) ყაბაყი სხვადასხვა ინგრედიენტით შეზავებული ფარშით, რომელსაც აბსოლიტურად განსხვავებული და უცხო გემო აქვს.
ეს ის კერძია, რომელიც ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა ასე, რომ გემოვნებისამებრ შეგიძლიათ დაამატოთ ან მოაკლოთ რომელიმე ინგრედიენტი. ძალიან გემრიელია და გირჩევთ სცადოთ:)

4 ადამიანისთვის
წინა მოსამზადებელი პერიოდი 20 წუთი
მომზადების პერიოდი 45 წუთი

ინგრედიენტები:

1.ყაბაყი 2ც
2.ბეკონი 200გ
3.ხახვი 1ც
4.საქონლის ფარში 250გ
5.სოკო (შამპინიონი) 500გ
6.ქათმის ბულიონი 1ჭ
7.ქონდარი
8. ზეითუნის ზეთი
9.საფანელი
10. მარილი, პილპილი

მომზადების წესი:

1.გავახუროთ ღუმელი ( 180°C).

2. გავჭრათ ყაბაყი ორად სიგრძეზე  და ჩაის კოვზით ამოვასუფთავოთ გული.

3. ტაფაზე დავასხათ ცოტა ზეთი და მოვშუშოთ წვრილად დაჭრილი ხახვი და ბეკონი.გადმოვდოთ ცალკე თეფშზე.

4. იგივე ტაფაზე მოვშუშოთ საქონლის ფარში. სანამ ბოლომდე მოიშუშება დავამატოთ წვრილად დაჭრილი სოკო, უკვე მოშუშული ხახვი და ბეკონი, მარილი, პილპილი, ქონდარი და 3 ს/კ ბულიონი. დაახლოებით 7 წუთი ჭირდება რომ ყველაფერი ერთად კარგად მოიშუშოს.

5. ავიღოთ ყაბაყი და გული ამოუვსოთ მომზადებული ფარშით. ზემოდან მოვაყაროთ საფანელი და დავასხათ დარჩენილი ბულიონი.

 6.შევდოთ ღუმელში და 30 წუთში მზად არის უგემრიელესი საზაფხულო კერძი:)


Bon appetit!!





No comments:

Post a Comment