Wednesday, June 18, 2014

ქათმის ღვიძლი ტომატით და ნუშით!!

  დღეს მეორედ გავაკეთე ეს კერძი და მინდა გითხრათ რომ მთელი ოჯახი ძალიან კმაკოფილები ვართ:)) სანამ უშუალოდ კერძზე და მის მომზადების წესზე გადავიდოდე, მინდა ორიოდე სიტყვა გითხრათ თუ რამხელა დატვირთვა აქვს ვახშამს  ჩვენს ოჯახში. პატარა რომ ვიყავი სულ ვოცნებობდი, რომ ყოველ საღამოს მთელი ოჯახი ერთად შევკრებილიყავით, ერთად გვევახშმა და ყველას თავისი დღის ისტორია მოეყოლა.ისე როგორც ამერიკულ ბედნიერ ფილმებშია:))ვფიქრობდი რომ დაუვიწყარი საღამოები იქნებოდა გამომდიარე იქიდან, რომ ოჯახში  11 სული ვცხოვრობდით. წარმოიდგინეთ ფაქტიურად ყველა ვახშამი პატარა დღესასწაული იქნებოდა.რასაკვირველია ეს არასოდეს არ გამოდიოდა, ყველა მუშაობდა და სხვადასხვა დროს მოდიოდა სახში.ეხლა როცა გავიზარდე, გავთხოვდი,სამი შვილი მყავს ვცდილობ ეს ბავშობის ოცნება ავიხდინო.რა თქმა უნდა ყოველთვის არ გამოდის, მაგრამ კვირაში სამი დღე თუ მაინც გამომივიდა ძალიან ბედნიერი ვარ ხოლმე.  ვცდილობ ყოველი ვახშამი იყოს განსაკუთრებული,ახალი და რაც მთავარია სულ ვცდილობ რომ, ძალიან მიმზიდველად გამოიყურებოდეს, რასაც მგონია რომ ვახერხებ. ყოველ შემთხვევაში ვახშმის მთავარი გმირები ჩემი დათო და ბავშვები კმაყოფილები არიან ყოველთვის.უფრო ხშირად მე და ბავშვები ვვახშმობთ ერთად,და პირველი ემოცია მაშინ მოდის როდესაც თეფშს დახედავენ. განსაკუთრებით ნინა ინა ყოველთვის აღფრთოვანებულები არიან.მერე უკვე ვიწყებთ გასინჯვას და ჩვენნ ჩვენი გემოების და შთაბეჭდილებების აღწერას:)) შემდეგ კი უკვე იწყება ძირითადად ნინა ინას სკოლის ისტორიები და გიორგის მოგონილი ზღაპრების მოსმენა.აი ზუსტად ამ ისტორიების მოსმენის დროს მეუფლება ბევრი სხვადასხვანაირი,გრძნობა:სიამაყის, ერთობის, სიყვარულის, სიძლიერის არ ვიცი ყველაფერი ერთად მოდის და ისე მავსებს და ისეთ ძალას მაძლევს........ ასე რომ გარდა იმისა რომ კულინარიამ გამიტაცა და ჩამითრია, თან მგონია რომ ძალიან მნიშვნელოვან და განსაკუთრებულ ემოციებს გადავცემ ამით ჩემს ოჯახს. მოკლედ კარგი ვახშამი კარგია და დროა რეცეპტი დავწერო დღევანდელი კერძის:))))

6 ადამიანისთვის
წინა მოსამზადებელი პერიოდი 5 წუთი
მომზადების პერიოდი 35 წუთი

ინგრედიენტები:

1.ქათმის ღვიძლი 1კგ
2.ხახვი 2ც
3.ნიორი 2 კბილი
4.ტომატი 5ს/კ
5.მარილი, პილპილი
6.ნუში 25გ

მომზადების წესი:

1. ტაფაზე ზეთში მოვშუშოთ ხახვი და ნიორი, დავამატოთ ტომატი, ქათმის ღვიძლი. 
2. 25 წუთში გადმოვდგათ,დავამატოთ მარილი, პილპილი.
3. თეფშზე, რომ გადმოვიღებთ ზემოდან მოვაყაროთ ნუში.


Bon appetit!!






1 comment:

  1. Am kerdzis gasinjvis siamovneba ,mec mxvda cilad ertxel!!!ugemrielesi da unazesia!!!

    ReplyDelete