Sunday, June 22, 2014

შემწვარი ხორცი სოკოთი და ბულგარულით!!

  გუშინ ძალიან მნიშვნელოვანი დღე იყო ჩვენს ოჯახში:) ჩვენი პატარა გიოშკა 4 წლის გახდა.ყოველთვის როცა რომელიმე ოჯახის წევრის დაბადებისდღეა, განსაკუთრებულად ვემზადები.როგორც წესი წინა ღამეს ვერ ვიძინებ იმდენად ემოციურად ვარ და სულ ვფიქრობ როგორ გავხადო ეს დღე მნიშვნელოვანი იუბილარისთვის.მოკლედ ასეთ ბედნიერ და დადებითი ემოციებით დამუხტულმა საღამოს ახალი და განსხვავებული ვახშამი მოვამზადე:)

4 ადამიანისთვის
წინა მოსამზადებელი პერიოდი 10 წუთი
მომზადების პერიოდი 45 წუთი

ინგრედიენტები:


1.ძროხის ხორცი 500გრ
2.ხახვი 1ც
3.სოკო (შამპინიონი) 100გრ
4. წითელი ბულგარული 1ც
5.მჟავე კიტრი 5ც
6.კარაქი 25გრ
7.მარილი, პილპილი
8.საქონლის ბულიონი 1ჭ
9.ნაღები 1.ჭ

მომზადების წესი:

1. ხორცი დავჭრათ გრძლად და  შევწვათ კარაქში.მოვაყაროთ მარილი და პილპილი.ხორცი რომ მოიბრაწება ყველა მხრიდან, გადმოვიღოთ თეფშზე.(30 წუთზე მეტი არ ჭირდება რომ ხორცი არ გამოშრეს ძალიან)

2. იმავე ტაფაზე დავყაროთ ხახვი, გრძლად დაჭრილი ბულგარული, სოკო და მჟავე კიტრი.დავასხათ ბულიონი და ნაღები. დაახლოებით 10 წუთში დავამატოთ უკვე შემწვარი ხორცი,იმისთვის რომ გემოები ერთმანეთს გაუჯდეს.5 წუთში გადმოვდგათ.

3.გასაფორმებლად ზემოდან შეგვიძლია მოვაყაროთ ცოტა მჟავე კიტრი


Bon appetit!!!



2 comments:

  1. Ani,
    xaxvi,soko da bulgaruli unda moitushos sanam bulions davasxavt tu unda chaixarshos sitxeshi?

    ReplyDelete
  2. სითხეში უნდა ჩაიხარშოს დაახლოებით 10 წუთი მეტი არ უნდა

    ReplyDelete