4 ადამიანისთვის
წინა მოსამზადებელი პერიოდი 10 წუთი
მომზადების პერიოდი 45 წუთი
ინგრედიენტები:
1.ძროხის ხორცი 500გრ
2.ხახვი 1ც
3.სოკო (შამპინიონი) 100გრ
4. წითელი ბულგარული 1ც
5.მჟავე კიტრი 5ც
6.კარაქი 25გრ
7.მარილი, პილპილი
8.საქონლის ბულიონი 1ჭ
9.ნაღები 1.ჭ
მომზადების წესი:
1. ხორცი დავჭრათ გრძლად და შევწვათ კარაქში.მოვაყაროთ მარილი და პილპილი.ხორცი რომ მოიბრაწება ყველა მხრიდან, გადმოვიღოთ თეფშზე.(30 წუთზე მეტი არ ჭირდება რომ ხორცი არ გამოშრეს ძალიან)
2. იმავე ტაფაზე დავყაროთ ხახვი, გრძლად დაჭრილი ბულგარული, სოკო და მჟავე კიტრი.დავასხათ ბულიონი და ნაღები. დაახლოებით 10 წუთში დავამატოთ უკვე შემწვარი ხორცი,იმისთვის რომ გემოები ერთმანეთს გაუჯდეს.5 წუთში გადმოვდგათ.
3.გასაფორმებლად ზემოდან შეგვიძლია მოვაყაროთ ცოტა მჟავე კიტრი
Bon appetit!!!
Ani,
ReplyDeletexaxvi,soko da bulgaruli unda moitushos sanam bulions davasxavt tu unda chaixarshos sitxeshi?
სითხეში უნდა ჩაიხარშოს დაახლოებით 10 წუთი მეტი არ უნდა
ReplyDelete