Tuesday, June 24, 2014

ბრინჯი ქარით და ქათმით!!

  გუშინ ნინა ინამ თავის მეგობრები მოიყვანეს სტუმრად, და ძმა აბიბა და მუჰამედი. გამომიცხადეს ხვალ მიდიან თავის ქვეყანაში და ერთი თვე ვეღარ ვნახავთო, ამიტომ დღეს გაცილება უნდა მოუწყოთო.მოკლედ გადავწყვიტეთ ერთად გვევახშმა.მაღაზიაში წასვლას ვერაფრით ვერ მოვასწრებდი, კარგად შევათვალიერე ინგრედიენტები რაც მომეპოვებოდა სახლში, ცოტა ფანტაზია ჩავრთე და შეუდექი საქმეს. კერძი გამოვიდა უგემრიელესი, თან თითქოს ნაცნობი თან უცნობი:)) თუ ცდით არ ინანებთ!


6 ადამიანისთვის
წინა მოსამზადებელი პერიოდი 15 წუთი
მომზადების პერიოდი 30 წუთი

ინგრედიეტები:

1.გრძელი ბრინჯი 3ჭიქა
2.ქათმის ფილე 500გრ
3.ზეითუნის ზეთი
4.ხახვი 1ც
5.ქათმის ბულიონი 2ჭიქა
6.ნაღები 1ჭიქა
7.წითელი ქარი (პასტა) 3ს/კ
8.ოხრახუში
9.მარილი, პილპილი


მომზადების წესი:

1.მოვხარშოთ ბრინჯი. (3ჭიქა ბრინჯს ვასხავთ 6ჭიქა წყალს)

2.ზეითუნის ზეთში მოვშუშოთ ხახვი. ცოტა რომ შეოქროსფერდება დავამატოთ კუბიკებად დაჭრილი ქათმის ფილე.

3.15 წუთში ქათამი რომ დარბილდება დავამატოთ ბულიონი, ნაღები, ქარი და ოხრახუში. როგორცკი წამოდუღდება ვამატებთ მარილს, პილპილს და 2 წუთს ვაცდით კიდევ.

4.მივირთვათ ბრინჯთან ერთად


Bon appetit!!

No comments:

Post a Comment