სავარაუდოთ მომდევნო ერთი თვის განმავლობაში ახალ კერძს ვეღარ შემოგთავაზებთ:( ერთ კვირაში თბილისში მივდივარ და ჩემს საყვარელ ადამიანებს ვნახაავ:)) დავიმუხტები ბევრი დადებითი ემოციით და აგვისტოდან განახლებული ძალებით დაგიბრუნდებით.
შვეიცარიაში თითქმის ყველა კერძთან ერთად მოაქვთ მოთუშული ბოსტნეული და იმდენად მომწონს ეს ამბავი რო მეც ავიტაცე და რაღაცნაირად დავნერგე ჩემს ოჯახში და ერთ ერთი გარნირი არის ყოველთვის ბოსტნეული. მგონია რო რაღაცნაირად აკეთილშობილებს ნებისმიერ კერძს.დღევანდელი ჩემი კერძი კი სრული იმპროვიზაციაა და საკმაოდ წარმატებული. რეცეპტი კი არის შემდეგნაირი
ინგრედიენტები:
1.ხბოს ხორცი 600გრ
2.კარაქი 25გრ
3.მარილი,პილპილი
4.ხახვი 1ც
5.ნიორი 4 კბილი
6.თეთრი ღვინო 1ჭ
7.საქონლის ბულიონი 2ჭ
8.პატარა კომბოსტო 300გრ
9.სტაფილო 2ც
10.სახამებელი 2ს/კ
11.ნაღები 1ჭ
12.კონიაკი 2ს/კ
მომზადების წესი:
1.გავახუროთ ღუმელი 180 °C
2.ხორცი დავსეროთ და დასერილ ადგილებში ჩავტენოთ:სტაფილო, ნიორი,მოვაყაროთ მარილი,პილპილი,ჩავდოთ ფორმაში და შევდოთ ღუმელში,დავამატოთ კარაქი. დაახლოებით 10 წუთში დავამატოთ ოთხად გაჭრილი ხახვი, დარჩენილი სტაფილო.მოვასხათ ღვინო და საქონლის ბულიონი. ერთი საათი ვაცადოთ, რომ ხორცი კარგად შეიწვას.
3.პატარა კომბოსტოები ჩავყაროთ მარილიან ადუღებულ წყალში და 5 წუთი მოვწალოთ.
რომ მოიწალება ესეც დავაყაროთ ხორცს და ღუმელში გავაჩეროთ ყველაფერი ერთად 10 წუთი.
ხორცი და ბოსტეული გადმოვიღოთ ლანგარზე და შევინახოთ ცხლად. წვენი კი რაც დარჩება უნდა გამოვიყენოთ სოუსისთვის.
4. ვიწყებთ სოუსის მომზადებას: სახამებელი გავხსნათ ცოტა თბილ წყალში. ქვაბში ჩავასხათ ხორცისგან მორჩენილი წვენი,სახამებელი,კონიაკი,ნაღები, მარილი,პილპილი და ურიეთ განუწყვეტლივ.სოუსი ცოტა რომ შესქელდება უკვე მზად არის
5.ლანგარზე დავდოთ ხორცი და ბოსტნეული და ზემოდან მოვასხათ სოუსი.
Bon apettit!!

No comments:
Post a Comment