Sunday, July 6, 2014

ჩემი საყვარელი ინას ხროცის პეროგი!!

 ინა შოთაძე, ჩემი უსაყვარლესი ბებია,რომელთანაც განსაკუთრებული ურთიერთობა მქონდა და ძალიან დიდ როლს თამაშობდა ჩემს ცხოვრებაში.საოცარი ადამიანი იყო, ძალიან ცოტას ლაპარაკობდა,მხოლოდ საქციელით გამოხატავდა ადამიანების მიმართ სიყვარულს და სითბოს. ბებია და ბაბუა ცხოვრობდნენ პლეხანოვზე. ვგიჯდებოდი როცა ვრჩებოდი მათთან, მე და ინას რამოდენიმე რიტუალი გვქონდა: საღამოს ჩაის დალევა,თან ჭორაობა:)) მე უყვებოდი ყველაფერს და მახსოვს ნათესავებზე ვაყოლედი ისტორიებს:))და მერე ღამე გვიან ფილმის ყურება. საოცარი ხელი ქონდა და ყველა მისი მეგობარი გიჯდებოდა მის კერძებზე. ძალიან ხშირად იკრიბებოდნენ და ერთი სიამოვნება იყო მათი ყურება და მოსმენა. ყველა მეგობარი მოდიოდა აუცილებლად მეუღლესთან ერთად, ყვებოდნენ საოცარ ისტორიებს,მახსოვს იმდენს იცინოდნენ და ერთობოდნენ, სიცოცხლე უხაროდათ და რაც ძალიან ნათლად ჩანდა რომ გიჯდებოდნენ ერთმანეთზე და საოცარი მეგობრობა ქონდათ. მე და კოტე კი ყირაზე ვდგებოდით რომ ყურადღების ცენტრში ვყოფილიყავით:)) კოტე გიტარაზე უკრავდა მე ვცეკვავდი:)) მერე იწყებოდა, რა ბავშვები არიან, როგორ კარგად უკრავს და ცეკვავს,  და ამაზე ვგიჯდებოდი:) თან მე მამსგავსებდნენ ძალიან ინას და ძალიან ამაყი და ბედნიერი ვიყავი ამ ფაქტით:)) მოკლედ უსასრულოდ შემიძლია ვილაპარაკო ინაზე და მასთან ერთად გატარებულ წლებზე. სამწუხაროდ დღეს ცოცხალი აღარ არის, მაგრამ სულ მახსოვს და იმდენი მისი რჩევა მიტივტივდება თავში ამ ბოლო დროს, რაც იმას ნიშნავს რომ სულ ჩემთან არის.
მოკლედ როგორც უკვე ავღნიშნე საოცარი ხელი ქონდა და ყველაფერს ძალიან გემრიელად ამზადებდა, მაგრამ ქონდა რამოდენიმე გამორჩეული კერძი. ეს იყო კატლეტი,ღვიძლი და ხორცის პეროგი.  სამწუხაროდ ვერც კატლეტს და ვერც ღვიძლს ვერ ვაკეთებ ისე როგორც ინა აკეთებდა, მაგრამ ხორცის პეროგი გამომივიდა ზუსტად ისეთი და რამდენჯერაც ვაკეთებ და მივირთმევ სულ ის გემო, ის სახლი,ის ემოცია მოკლედ ყველაფერი მახსენდება:))  და აი რეცეპტიც:


12 ადამიანისთვის
წინა მოსამზადებელი დრო 20 წუთი
მომზადების პერიოდი 45 წუთი


ინგრედიენტები:

1.საქონლის ფარში 500გრ
2.ხახვი 2ც
3.მარილი,პილპილი
4.კვერცხი 6ც
5.მარგარინი 250გრ.
6.ფქვილი 700გრ.
7.არაჟანი 350გრ
8.სოდა ძმრით 1ჩ/კ


მომზადების წესი:

1.გავახუროთ ღუმელი  190 °C

2.ვამზადებთ ცომს შემდეგნაირად: ჯამში ჩავყაროთ ფქვილი, ჩავაჭრათ ოდნავ შერბილებული მარგარინი და კარგად მოვზილოთ. დავამატოთ არაჟანი, სოდა ძმრით და ესეც კარგად შევაზილოთ. ცომს გადავაკრათ პარკი და ნახევარი საათით შევდოთ მაცივარში.

3.მოვხარშოთ ორი ცალი კვერცხი,გავფცქვნათ და დავჭრათ მრგვლად.

4.ტაფაზე ზეთში მოვშუშოთ ხახვი და ფარში ერთად, დავამატოთ მარილი, პილპილი.ხორცი რომ გამზადდება გადმოვდგათ ტაფა და უკვე მოთუშულ ფარშს დავამატოთ ორი მთლიანი კვერცი და ორი მხოლოდ ცილა, გული კი ცალკე შევინახოთ, დაგვჭირდება ზემოდან გადასასმელად.

5.გამოვიღოთ ცომი მაცივრიდან და გავყოთ ორ ნაწილად. პირველი ნაწილი, აიღეთ უფრო დიდი, გააბრტყელეთ და გადაიტანეთ ფქვილ მოყრილ ჟარუნაზე. ცომზე ზემოდან მოვათავსოთ ფარში და მოხარშული კვერცხი.გავაბრტყელოთ მეორე ნაწილი და დავადოთ ზემოდან, ბოლოს კი გადაუსვათ კვერცხის გული.

6.გამოვაცხოთ 190 °C  45 წუთი.


Bon appetit!!

2 comments:

  1. ძალიან დიდი მადლობა ასეთი გემრიელი რამერუმეებისათვის��☺️მეგობრის რჩევით აღმოგაჩინეთ და უკვე მთელი კვირაა თქვენი კერძებით ვიხალისებ დღეებს��☺️უგემრიელესი პეროგო გამომივიდა����

    ReplyDelete
  2. ძალიან მიხარია თუ მოგეწონათ:)

    ReplyDelete