არაჩვეულებრივი თბილისური არდედეგების შემდეგ, დავუბრუნდი ჩემს ასევე არაჩვეულებრივ ჟენევურ ცხოვრებას. თბილისში ვიყავი სამი კვირით და სრულიად საკმარისი იყო იმისთვის, რომ მენახა ყველა ჩემი საყვარელი ადამიანი და მიმეღო ბევრი დადებითი ენერგია. დავბრუნდი დასვენებული და ენერგიული ასე რომ ახალ რეცეპტებს არ მოგაკლებთ:)) დღევანდელი ჩემი კერძი კი სრული აღმოჩენა იყო ჩემთვის.
აქ არის ერთი კუსკუსა საყვარელი რესტორანი რომელიც მეც დათოსაც და ბავშვებსაც ძალიან გვიყვარს და ხშირად ვსტუმრობთ. ამ რესტორნის საფირმო კერძი არის შემწვარი ქათამი კარტოფილთან და მწვანე სალათასთან ერთად. ქათამი ერთი შეხედვით არის ჩვეულებრივად შემწვარი, მაგრამ როგორცკი გასინჯავ აბსოლიტურად უცხო გემო გხვდება რომელიც არის სრულიად ფანტასტიური. სულ ნელა ვჭამ ხოლმე,რომ მივხვდე რა აქვს გაკეთებელი მაგრამ ვერაფრით ვერ ვხვდებოდი და უცებ ამ კერძის გაკეთება რო დავიწყე და ქათამს უქენი ქონდარი და მოვასხი ღვინო, მეცნო სუნი და მივხვდი, რომ იმ გემოს მივაგენიიიი:))) ვაშა ვაშა ვაშა როგორ გამიხარდა რომ იცოდეთ:))) ხოდა ეხლა სასწრაფოთ მინდა გაგიზიაროთ და იმედი მაქვს რომ თქვენც ასეთივე აღფრთოვანებულები დარჩებით ამ კერძით
4 ადამიანისთვის
წინა მოსამზადებელი დრო 15 წუთი
მომზადების პერიოდი 45 წუთი
ინგრედიენტები:
1.ქათამი
2.ნაღები
3.ქონდარი
4.დაფნის ფოთოლი
5.თეთრი ღვინო 1 ჭიქა
6.მდოგვი 2ს/კ
7.ზეითუნის ზეთი
8.მარილი,პილპილი
მომზადების წესი:
1.დავჭრათ ქათამი 4 ნაწილად. ქვაბში ჩავასხათ ზეთი და მოვბრაწოთ ქათამი დაახლოებით 5 წუთი.დავამატოთ ქონდარი და დაფნის ფოთოლი.
2.მოვასხათ ღვინო, დავახუროთ თავსახური და ვაცადოთ 30 წუთი
3.ამოვიღოთ ქათმის ნაჭრები და დავამატოთ ნაღები,მდოგვი და ვაცადოთ საამ სოუსი წამოდუღდება.მარილი, პილპილი გემოვნებით.
4.თეფშზე დავაწყოთ ქათმის ნაჭრები და ზემოდან მოვასხათ სოუსი.
Bon appetit!!
No comments:
Post a Comment