Monday, October 6, 2014

საქონლის ხორცი ჯინჯერით, ყაბაყით და მარტინით!!!

  დიდი ხანია მინდა ამ კერძის რეცეპტი გაგიზიაროთ, თუმცა დროის უქონლობის გამო
ცოტა დამიგვიანდა და ჩემი ბლოგიც ცოტა მიმავიწყდა!! რა თქმა უნდა ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ახალი რეცეპტების და განსხვავებული კერძების  ძიებაში არ ვარ:))ხოდა აი დღევანდელი ჩემი რეცეპტიც არის მრავალფეროვანი და განსხვავებული!!



4 ადამიანისთვის
წინა მოსამზადებელი დრო 15 წუთი
მომზადების პერიოდი 35 წუთი



ინგრედიენტები:

1.საქონლის ხორცი 500გრ
2.ფქვილი 1ს.კ
3.ზეითუნის ზეთი
4.ყაბაყი 1ც
5.სოიოს სოუსი 3ს.კ
6.მარტინი 6ს.კ (შეგვიძლია ჩავანაცვლოთ თეთრი ღვინით)
7.ნიორი 1კბილი
8.ჯინჯერი
9.ოხრახუში
10.მარილი, პილპილი



მომზადების წესი:

1.გავხეხოთ ნიორი და ჯინჯერი
2.დავჭრათ ხახვი და ყაბაყი (ყაბაყი არ გავთალოთ)
3. ხორცი დავჭრათ საშვალო ნაჭრებად და კარგად ამოვავლოთ ფქვილში
4.ქვაბში ჩავასხათ ზეთი და კარგად,რომ გაცხელდება ჩავყაროთ ხორცი.
5.დავაცადოთ სანამ ორივე მხრიდან ხორცი კარგად არ მოიბრაწება.
6.დავამატოთ ხახვი, ყაბაყი, მარილი, ნიორი, ჯინჯერი, სოიოს სოუსი, მარტინი.
7.ვაცადოთ დაახლოებით 30 წუთი.
8.ბოლოს მოვაყაროთ ოხრახუში და მივირთვათ ბრინჯის გარნირთან ერთად




Bon appeti!!!



No comments:

Post a Comment