Friday, August 14, 2015

Lasagne avec sauce de bechameleJ)



ლაზანია არის ერთ-ერთი ჩემი უსაყვარლესი კერძი.რატომღაც ძალიან რთული გასაკეთებელი მეგონა ამიტომ არც კი მომდიოდა თავში აზრათ სახში მეცადა მე თვითონ გაკეთება, მაგრამ დღევანდელ დღეს როცა ყველაფერი გამარტივებულია და არსებობს ლაზანიას ფირფიტები მინდა გარწმუნოთ რომ უმარტივესი და უგემრიელესი კერძია, ასე რომ სასწრაფოთ შეგიძლიათ ცადოთ და ისიამოვნოთJ

4 ადამიანისთვის
წინამოსამზადებელიდრო 15 წუთი
მომზადებისპერიოდი 35 წუთი


ინგრედიენტები:

1.საქონლის ფარში 500გრ
2.ლაზანიას ფირფიტები 8-10 ცალი
3.პომიდვრის სოუსი  200გრ
4.ტიმი (thym)
5.ხახვი 1ც
6.ნიორი 1 კბილი
7.ზეითუნის ზეთი
8.რძე
9.ფქვილი 30გრ
10.კარაქი 50გრ
11.მარილი, პილპილი
12.ყველი პარმეზანი და ემენტალი.

მომზადების წესი:

1.გავახუროთ ღუმელი 190 °C
2.დავჭრათ წვრილად ხახვი და ნიორი და მოვშუშოთ ტაფაზე ზეითუნის ზეთში, დავამატოთ  ფარში. ფარში რომ შეიცვლის ფერს დავამატოთ პომიდვრის სოუსი და ტიმი (thym).ბოლოს მარილი,პილპილი გემოვნებით.
3.ბეშამელის სოუსი:
ქვაბში დაბალ ცეცხლზე დავადნოთ კარაქი, დავამატოთ ფქვილი და ურიოთ გაუჩერებლად.მთლიანი მასა რომ გახდება დავამატოთ ნელ ნელა რძე( დაახლოებით 2 საშუალო ჭიქა) და ურიოთ.როგორცკი დაიცკებს ცამოდუგებას და შესქელებას დავამატოთ მარილი, პილპილი,მუსკატი და გადმოვდგათ ცეცხლიდან.
4.ვიწყებთ აწყობას:
ბეშამელის სოუსი, ფირფიტები, ფარში ყველი..... ასე ვაკეთებთ იმდენ ფენას რამდენიც გამოგვივა. შევდგათ ღუმელში 40-45 წუთი.

Bon appetit!!!!
  

No comments:

Post a Comment