ეს არის ჩემი პირველი ნამცხვრის რეცეპტი ჩემს ბლოგზე. ცომთან საერთოდ ცოტა მძიმედ ვარ:)) აქამდეც ვცადე რამდენიმე ნამცხვრის გაკეთება და მერე თქვენთვის გაზიარება, თუმცა ყველა მცდელობა კრახით დამთავრდა:))) გუშინ კი ვცადე ეს უგემრიელესი ნამცხვარი და ყველაფერმა კარგად ჩაიარა, ამიტომ სასწრაფოთ მინდა გაგიზიაროთ:))
8 ადამიანისთვის
წინა მოსამზადებელი პერიოდი 15 წუთი
მომზადების პერიოდი 45 წუთი
ინგრედიენტები:
1.კარაქი 175გრ
2.კვერცხი 2ც
3.შაქარი 165გრ
4. ვანილი 1ც
5.სოდა 1ჩ/კ
6.ფქვილი 150გრ
7. მაწონი 125გრ
8.ლიმონი 1ც (პატარა)
9.ქლიავი 500გრ
მომზადების წესი:
1.გავახუროთ ღუმელი 180 °C
2.დავადნოთ კარაქი.
3.ავთქვიფოთ კვერცხი და შაქარი.თანმიმდევრულად დავამატოთ: ვანილი, ლიმნის წვენი, დამდნარი კარაქი, მაწონი, სოდა და ბოლოს ფქვილი. ეს ყველაფერი კარგად ავურიოთ.
4.ჩავასხათ ფორმაში და ზემოდან დავაწყოთ შუაზე გაჭრილი ქლიავი.
5.გამოვაცხოთ 180 °C 45 წუთი
Bon appetit!!
Namcxvris prezentaciac shedga!!!��exla tu ar shecuxdebi daazuste, "soda -sodas gulisxmob tu soda-gamapxvierebels?"��
ReplyDelete��
სოდა სოდას:)))
ReplyDeleteUgrmesi madloba kuradgebisatvis������
ReplyDeleteme mapatiet pasuxis dagvianebistvis:)):****
ReplyDeleteXo xedav ra "traffic-i" gamovicvie shens blogze:)))) teoriul masalas,praktikashi rom gamovikeneb...,mere naxe shen:)))))
ReplyDeleteugemrielesia :)
ReplyDelete:****
Delete:)))))) droa gadaxvide praktikaze:)) da masala daidos saxalxod:))
ReplyDelete